კენიაში მაიმუნმა მთელი ქვეყანა დენის გარეშე დატოვა

კენიაში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი დენის გათიშვის მიზეზი მაიმუნი გახდა, რომელიც ჰიდროელექტროსადგურზე აძვრა და ტრანსფორმატორში ჩავარდა.
მაიმუნის დაცემის გამო ტრანსფორმატორი გაითიშა. ამან 180 მეგავატის სიმძლავრის დაკარგვა და ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რასაც მთელ ქვეყანაში დენის გათიშვა მოჰყვა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდა. მაიმუნმა დაცემის შედეგად სერიოზული ტრავმები არ მიიღო და გადარჩა. ის მოგვიანებით ბუნების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები