„სამსუნგი“ დრეკადი ეკრანით აღჭურვილი ტელეფონის გამოშვებას აპირებს
კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსი“ ორი სმარტფონების გამოშვებას აპირებს, რომლებიც დრეკადეკრანიანი დისპლეებით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
პირველი მოდელი ორად დაიკეცება და ის პუდრის კოლოფის მსგავსი იქნება. მეორეს 8-ინჩიანი ეკრანი ექნება. დაკეცილ მდგომარეობაში კი ეკრანის ზომა 5 ინჩამდე შემცირდება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ძირითადი პრობლემა გამჭვირვალე პლასტიკის შექმნა და მისი გამძლეობის უზრუნველყოფა იყო. „სამსუნგის“ ახალი პროდუქტი, სავარაუდოდ, 2017 წელს გამოფენაზე Mobile World Congress იქნება წარდგენილი. მომავალ წელს მისი გაყიდვის დაწყებაც იგეგმება.