ბიძინა ივანიშვილი: მე დავდგები ფინანსურ გარანტად, რომ არჩევნებამდე გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტს არ შეეხონ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს, სასამართლოს მიერ მისთვის სასარგებლო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, არჩევნების დასრულებამდე „რუსთავი“-ის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს არ შეეხოს. სანაცვლოდ კი, ივანიშვილი ხალვაშს ფინანსურ გარანტად უდგება და დანაკარგების ანაზღაურებას სთავაზობს.
„ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ იქნებ სასამართლო პროცესების არჩევნებამდე დასრულება არ მოესწროს. ამის ალბათობა დიდია, ჯერ სააპელაციო არ დასრულებულა, შემდეგ კიდევ უზენაესია. მე არ ვიცი, სასამართლოში როგორ გადაწყდება ეგ საქმე, 50/50-ზეა, მაგრამ თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ გგონიათ და ტყუილად აგინებთ მოსამართლეებს. თუ ეს ასე მოხდა, რასაც მე არ ვისურვებდი, მე პირადად ფინანსურ გარანტად დავუდგები ხალვაშს და დვალს, თუ რაიმე ზარალს ნახავენ, მე ავანაზღაურებ. თუ მოხდა, რომ სასამართლო ადრე დასრულდა და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს. რასაც ჩემგან მოითხოვენ, საფასურად ავანაზღაურებ, ოღონდ ეგ სალაპარაკო არ დაგიტოვონ თქვენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის შეფასებით, „რუსთავი 2“ დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური შედეგი მიიღოს არჩევნებში.
„რუსთავი 2“ დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური შედეგი მიიღოს არჩევნებში. გეტყვით რატომ – თქვენ ამ დროის განმავლობაში ანალიზის გაკეთების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას, ხოლო ჩემი პერსონის, მთავრობის და „ქართული ოცნების“ ანტიაგიტაციას ეწეოდით. ამან თავის დროზე შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა როცა საარჩევნო პროცესი „გახურდება“ 8 ივნისიდან, ეს ყველაფერი დაბალანსდება და თქვენ ანტიშედეგი გექნებათ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები