კახა სოფრომაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე იუსტიციის უმარლეს სკოლაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კვალიფიციური კადრები სასამართლოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
სოფრომაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 360 მოსამართლე მსახურობს, მართლმსაჯულების გამართული მუშაობისთვის კი სასურველი იქნება, თუ ეს რაოდნეობა 45-მდე გაიზრდება.
„რაც შეეხება კადრების მოზიდვას, ამას თავისი პრობლემები აქვს, მოსასმართლეობა არ ნიშნავს იმას, რომ დაამთავრო უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა მოსამართლედ. აქ გარკვეული საფეხურების გავლაა საჭირო. ვფიქრობ, გარკვეული რეფორმებია საჭირო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. სასწრაფოდ დასაწყებია ქმედებები, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ, რომ მოსამართლეები გახდნენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყება გასაუბრება – ახალი კონკურსი. ამ ეტაპზე, შემოსულია 127 განცხადება, თუმცა მათ შორის ძალიან ბევრია მოქმედი მოსამართლეც, ანუ ისინი, ვინც უკვე მუშაობენ, მაგრამ მალე გაუვათ ვადა და ხელახალი გადანიშვნა სურთ, ამიტომაც რესურსი დიდი არ არის. ახალი კანდიდატი აქ შესაძლოა, იყოს 80, მათი გარკვეული ნაწილი გასაუბრებაზე უკვე ბევრჯერ იყო მოსული და მათ ვერ მოაგროვეს შესაბამისი ხმების რაოდენობა. დანარჩენები, სავარაუდოდ, მოქმედი მოსამართლეები არიან, რომლებიც, სავარაუდოდ, გადაინიშნებიან, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სასამართლოს სისტემის პარალიზება მოვახდინოთ “,- განაცხადა სოფრომაძემ.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სასამართლო სისტემას 260- მდე მოსამართლე ემსხურება. სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის კი სასურველია, თუ ეს რაოდენობა 450 -მდე გაიზრდება.