ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი თქვა
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი თქვა. სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროცესი მიმდინარეობს. პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო, რომელიც ადვოკატების – თამთა მურადაშვილისა და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე დაშვებას გულისხმობდა.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, როგორც დღევანდელ პროცესზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ქიბარ ხალვაში სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა, რადგან საავტორო უფლებებზე დავა აღარ განიხილება, რომელზე მოპასუხე მხარეც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, ის სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.