10 ეფექტური გასახდომი საშუალება

ბოსტნეული, ჯანსაღი კვება და დილით ვარჯიში  წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენ ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად ეძებთ ეფექტურ საშუალებას ამ პრობლემის გადასაჭრელად.  ასეთი საშუალება ბევრია – დიეტები, რომლებიც ნამდვილად მოქმედებს, ასევე ვარჯიში, რომელიც უთუოდ გაუმკლავდება ცხიმებს.  და დღის განრიგის ცვლილებაც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, გვაუწყებს „Delfi.ua“.

  1. უარი თქვით რესტორანში ხშირ სადილზე და ფასტ-ფუდზე. კოლორიული კერძები და მათში ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა ერთ ჯერზე  დღიურ ნორმას უტოლდება.
  2. აუკრძალეთ თქვენს თავს ჩიპსების და მსგავსი „სასუსნავის“ ყიდვა. სცადეთ, ერთი თვის განმავლობაში თავი შეიკავოთ ასეთი პროდუქტებისგან და გაოცდებით, თუ რამდენ კოლორიას იღებდა თქვენი ორგანიზმი.
  3. ყოველთვის ისაუზმეთ – ამასთანავე, შეამცირეთ სადილისა და ვახშმის პორციების მოცულობა. ეს უბრალო რჩევაა, რომელიც ბევრს დაეხმარა წონაში დასაკლებად.
  4. ირბინეთ – აერობიკა, ველოსპორტი ან უბრალოდ სიარული  მშვენიერი საშუალებაა წონაში დასაკლებად. ყოველდღიური, 15- წუთიანი სირბილი ერთი თვის განმავლობაში დაგეხმარებათ, დაიკლოთ 5 კილოგრამი.
  5. მაღალკოლორიული კვება შეცვალეთ დაბალკოლორიულით. მაგალითად, ღორის ხორცი ჩაანაცვლეთ ინდაურის ხორცით. ჭამეთ უცხიმო ხაჭო, დალიეთ უცხიმო იოგურტი.
  6. იაქტიურეთ. სადილის შემდეგ შესვენებაზე  30 წუთით გაისეირნეთ. არ იჯდეთ ერთ ადგილზე. შეეცადეთ, ბევრი ისეირნოთ.
  7. ჭამეთ, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. ყველაფერი საკმაოდ მარტივია – ბოსტნეული დაბალკოლორიულია და რაც უფრო მეტ ბოსტნეული იქნება თქვენი კვების რაციონში, მით უფრო ნაკლები ადგილი დარჩება თქვენს ორგანიზმში მავნე საკვებისთვის.
  8. შეამცირეთ პორციები. შეგიძლიათ ისევე იკვებოთ, როგორც ადრე, მაგრამ  პორციები 25-50% შეამცირეთ.
  9. საღამოობით კვება შეამცირეთ და ამ დროს არ გაზარდოთ სადილის კალორიები. საკმაოდ მალე შეამჩნევთ წონაში კლებას.
  10. უარი თქვით შაქარზე და ტკბილეულზე – და რომც სხვა არანაირი ცვლილება არ შეიტანოთ თქვენს დიეტაში, თვეში 4 კილოგრამის დაკლება გარანტირებული გაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები