აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს პრემიერი გახსნის

დღეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.
ღონისძიება 16:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები