გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა?!

„შეხვდა თუ არა გიორგი ვაშაძე უკრაინის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს?!“,-ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე და უკვე ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე დაბრუნდნენ. ისინი ერთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, თუმცა მოსაცდელ დარბაზში ცალ-ცალკე გამოვიდნენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, – „ორი გიორგი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, თუმცა ახლოს ისხდნენ“.
უკრაინული წყაროები კი ირწმუნებიან, რომ ორივე, ასევე ცალ-ცალკე მართავდა მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი კიევში გავლით იმყოფებოდა. როგორც „პრაიმტაიმს“ გიორგი ვაშაძემ განუმარტა, ის მხოლოდ კიევში იმყოფებოდა და სააკაშვილთან შეხვედრა არ ჰქონია. მისივე თქმით, კიევში ფონდის საკითხებთან დაკავშირებით ჩავიდა. როგორც სტატიის ავტორი ვარაუდობს, გიორგი ვაშაძე ურთიერთობას ბოლომდე არ წყვეტს ოდესის გუბერნატორთან, რომელიც მიშასთან ერთად უკრაინაში დარჩა. ხსენებულ გუნდს (დეკანოიძე,ზღულაძე, საყვარელიძე და ა.შ) უკან დასახევი გზაც აღარ აქვს, რადგან ბევრმა მათგანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები