სირიაში, ალეპოსთან, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)

სირიის ქალაქ ალეპოსთან რუსული წარმოების „სუ-24“ ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, თვითმფრინავი ვის ეკუთვნოდა – სიირის სამთავრობო, თუ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
The Syrian Observatory for Human Rights-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი იმ რაიონში ჩამოვარდა, სადაც სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ორივე პილოტი შეიარაღებული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა ტყვედ აიყვანეს. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები უცნობია. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ „სუ-24“ ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები