სასამართლო სისტემა მართლმსაჯულების ახალ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში,ხვალ, 11:00 საათზე, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები