დავით ნარმანია იანტარის მერს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია იანტარის მერს, ჟანგ იუნგსიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თბილისს ჩინეთის რამდენიმე ქალაქთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს და ქართული მხარე თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებით არის დაინტერესებული.
„გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისი-ურუმჩის მიმართულებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სავაჭრო, ეკონომიკურ სფეროში, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით. ბევრი ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციას ჩვენს ქალაქში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა. მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შევხვდეთ და გავაცნოთ საინვესტიციო პროექტები, რომელზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიაში დღეს გამართულ შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი კახა გვანცელაძე და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები