''რეგიონებში ანიმაციური სტუდიების განვითარებისთვის''
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის “რეგიონებში ანიმაციური სტუდიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გერმანელი პროფესორი, ანიმატორი არტურ კლოსე საქართველოს რეგიონებს ეწვევა. არტურ კლოსე თელავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში ქართველ ანიმატორებთან ერთად ჩაატარებს მასტერკლასებს მოზარდებისთვის. გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეები ფრანკფურტში გაემგზავრებიან და გერმანელ თანატოლებთან ანიმაციური ფილმის შექმნაზე ერთად იმუშავებენ. ამავე პროექტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები თელავის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის სამხატვრო სასწავლებლებს საჩუქრად თანამედროვე კომპიუტერებს და ანიმაციური ფილმების წარმოებისთვის საჭირო ძვირად ღირებულ ტექნიკას გადასცემენ.