ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესზე დარბაზიდან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს. მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ გვარამიას დარბაზიდან გაძევების მიზეზები განუმარტა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გვარამია არ ემორჩილება მოსამართლის განკარგულებას, გამოხატავს უპატივცემულობას სასამართლოს მიმართ. დარბაზი პროტესტის ნიშნად გვარამიას მხარდამჭერებმა და პოლიტიკური პარტიების წევრებმაც დატოვეს.
“მძინავს ნახევრად პროცესზე და ვერც აქტიური ვიქნები სასამართლოზე – ჩენთან კომუნიკაციაში შემოვიდა მოსამართლე გუჯაბიძე, მკითხა რაღაცეები, ვუპასუხე და ამ დროს მოსამართლე ნაზღაიძეს არ ესიამოვნა, რომ მე ვსაუბრობდი და გამომაძევა. პირობას ვაძლევ ნაზღაიძეს – ისე დაასრულებს ყველაფერს, როგორც დაასრულა ურთმელიძემ. გვასამართლებენ ზონდერ მოსამართლეები,”- განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები