ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ნასაკირალში დღეს ერთკილომეტრიანი გზის მოასფალტება დაიწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 13335687_1363229740359679_8346404033290950431_nდღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ დაათვალიერეს. სამშენებლო სამუშაოებს კომპნია „გზამშენი 18“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. „ ვაგრძელებთ ყველა პროექტს, რომელიც პროგრამულად იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს მოხდება მხოლოდ ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება, ხოლო მომავალში გზა სოფელ მელექედურის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდება. გარდა ამისა ნასაკირალში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, “ -აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ. პროექტი გრძელვადიანია. მიმდინარე წელს დასრულდება გზის მშენებლობის პირველი ეტაპი, ხოლო 2017 წელს ნასაკირალის გზა სოფელ მელექედურის საგზაო მონაკვეთს შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები