ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის მოცულობის ოცეულით გაზრდის საკითხი წარუდგინოს. უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას გაიზიარებს. ”უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები