ია ანთაძე: ივანიშვილის მიერ დანახული ქვეყნის მომავალი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია

მედიაექსპერტი ია ანთაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მას საპროგრამო ღირებულება აქვს. მისი თქმით, წერილში მკაფიოდ არის გადმოცემული, თუ როგორი იყო ქვეყანა წინა ხელისუფლების დროს. როგორც „კვირას“ ანთაძემ განუცხადა, ყოფილი პრემიერის მიერ გრძელვადიან პერსპექტივაში დანახული ქვეყნის მომავალი მისთვის აბსოლუტურად მისაღებია. „სწორი აქცენტებია დასმული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ჯანდაცვის პროგრამაზე, უსახლკარო ადამიანების დასახლებაზე და ა.შ. მკაფიო არის აქცენტები, მაგრამ ეს არის ის აქცენტები, სადაც წარმატებები გვაქვს, სადაც პრობლემები გვაქვს, ამ წერილში საუბარი არ არის. ერთადერთი, რაც დამაკლდა, არის ამ სტატიაში დღეს არსებული პრობლემებისა და გამოწვევების კრიტიკული შეფასება. ეს ნაწილი ამ სტატიას საერთოდ არ ახლავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სიტუაციის ის კრიტიკული შეფასება, რაც აკლია წერილს, ჟურნალისტების მონდომებით შეივსება. მართალია იგი წერს, რომ ჩვენ ძალიან რთული სიტუაციიდან ამოვედით და დღეს მოვედით იქ, სადაც ბევრად უკეთესია მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მაგრამ არ მგონია, თვითონაც ფიქრობდეს, რომ ყველაფერი დალაგებულია. თვითონ ამბობს, 2030 – ეს თარიღი იმიტომ შევარჩიე, რომ ამ დროს საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ევროპული ტიპის ქვეყნად ჩამოყალიბდესო“,- აღნიშნა მედიაექსპერტმა ია ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები