ზურაბ გამეზარდაშვილი იტალიაში გამართულ გამოფენას დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი 25 – 27 მაისს იტალიაში გამართულ გამოფენაზე იყო მიწვეული. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოფენასთან ერთად გაიმართა ორმხრივი შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საზღვაო თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. ახალი საზღვაო ტექნოლოგიების გამოფენა „Sea Future 2016“ ქალაქ სპეციაში გაიმართა, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო უახლესი სისტემები, რომლებიც მომდევნო თაობის გემებზე მონტაჟდება; უპილოტო სისტემები; ახალი ტექნოლოგიები საზღვაო – სანაოსნო სამუშაოებისთვის; ორმაგი დანიშნულების სამხედრო გემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები