დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა ციფრი ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს გვაქვს
ყველა ციფრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მოყვანილი, ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილში აღწერილია მოვლენები, რომელიც ქვეყანაში ხდება და კონომიკასთან დაკავშირებით ყველა ციფრი, რაც ჩვენ წერილში ვნახეთ, არის აბსოლუტური სიმართლე.
“რაც შეეხება ეკონომიკას, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით ყველა ციფრი, რაც ჩვენ წერილში ვნახეთ, არის აბსოლუტური სიმართლე. შესაბამისად, ყველა ციფრი ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ის განვითარების ტენდენციები, რომლებიც ასევე არის ასახული წერილში, წარმოადგენს სიმართლეს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ უფრო მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. ამისთვის ჩვენ არაერთი ინსტრუმენტი დავნერგეთ ქვეყანაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხდებს, რომ თუ ის პროცესებში ჩაერთვება, კარგი იქნება.
„ეს არის მისი და “ქართული ოცნების” სურვილიც. შესაბამისად, თუ ის იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, იქნება სასარგებლო, როგორც თვითონ საარჩევნო პროცესისათვის, ასევე – შედეგებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.