თამაზ ურთმელიძე სასამართლოს უბრუნდება

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სასამართლოს დაუბრუნდება.
ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საქმის ყოფილმა მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეობის ვადის გაგრძელების განცხადებით უკვე მიმართა და კონკურსის დასრულების შემდეგ კვლავ მოსამართლის მანტიას მოისხამს. გამოცემის ინფორმაციით, 50-მდე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, რაც სასამართლოში საკადრო დეფიციტზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები