5 ივნისს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი მცხეთაში ღონისძიებას გამართავს

5 ივნისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, ღონისძიებას გამართავს, რომელსაც ერთგვარად ანაგარიშის სახეც ექნება და მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ დეტალურად გაეცნონ ფონდის მიერ სამი წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებს.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიუბურდანიძემ ისიც განაცხადა, რომ ღონისძიების ჩასატარებლად, მცხეთა ორი მიზეზით შეირჩა, პირველი იმიტომ, რომ ფონდი თავდაპირველად საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და სვეტიცხოველი წმინდა ადგილი იყო, ხოლო მეორე კი იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ფონდს ხელმძღვანელობდა, სწორედ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამ საქციელით ფონდის წევრებს ერთგვარად მადლობის გადახდაც სურდათ მისთვის.
ჩიბურდანიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. გავრცლებული ინფორმაციით, მომავალ წელს მსგავსი ტიპის ღონისძიება, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები