ელისო ჩაფიძე – უშიშროების საბჭო სწორ დროს შეიკრიბა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომას ეხმაურება, სადაც განსახილველ საკითხებთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც უნდა განიხილონ.
მისი განცხადებით, მთავრობამ მაქსიმალურად მოახდინა მისი რესურსების მობილიზება. რაც შეეხება საბჭოს, ჩაფიძე მიიჩნევს, რომ საბჭო სწორ დროს იკრიბება.
„უშიშროების საბჭო იკრიბება სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა შეკრებილიყო. რაც შეეხება მყისიერ რეაგირებას ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ეს რეაგირება უკვე მოხდა. რამდენიმე დღეა ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ყოფნას კონფლიქტის ზონაში. შესაბამისად, ეს ადამიანები ეცნობიან იქ არსბეულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ქვეყნის მთავრობას ისინი ადეკვატურ ინფორმაციას მიაწვდიან. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარლამენტის მხრიდან ბატონი სოსო ვახტანგიშვილის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომელიც კარგი იქნება, თუ განხორციელდება და ეს შეეხება პირობითი საზღვრების თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, რომელიც ადმაინის უფლებების ფაქტების ერთგვარ პრევენციასაც მოახდენს“,- განაცხადა ჩაფიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები