ელისო ჩაფიძე – მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და კვლავ ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.
„მე ვრჩები პოლიტიკაში, ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში. კონკრეტულად თუ სად იქნება ჩემი გამოყენება საჭირო – აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ რაიმე სხვა სფეროში, ამას დრო გვიჩვენებს. ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ არც საარჩევნო სია და არც მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა გადაწყვეტილი არ გახლავთ. სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიმუშავებ ჩემს რეგიონზე, იმიტომ რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ტყიბულებების ცხოვრებით და მათი პრობლემებით ვიცხოვრე. ვიცი თითოეული მათგანის გაჭირვება და მომავალშიც ვგეგმავ, რომ შეძლებისდაგვარად მათი პრობლემების გადაჭრით ვიყო დაკავებული. იმის მიხედვით, თუ რის გაკეთების საშუალებას მომცემს ჩემი სტატუსი.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან სრულყოფილად განახორციელოს ის ვალდებულებები, რომლებსაც საზოგადოების წინაშე იღებს“, – განაცხადა ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები