ბიძინა ივანიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები, ან მიზნები არ გამაჩნია

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმა, ან მიზანი არ გააჩნია.
აღნიშნულის მიუხედავად, იგი გეგმავს წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში აცხადებს, სადაც საკუთარ ხედვაზე ვრცლად საუბრობს.
„არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს – არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები, ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მისი შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობამ სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს თავისუფლება მოიპოვა და სწორ არჩევანს დღესაც „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“.
„ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი“, -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები