ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხედვას გაშლილი სახით სექტემბერში წარმოადგენს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, სექტემბრის თვეში საზოგადოების წინაშე საკუთარი ხედვა უფრო დეტალური და გაშლილი სახით წარმოადგინოს.
ამის შეხება ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში აცხადებს, სადაც ქვეყნისა და ხელსუფლების ოთხწლიანი საქმიანობის შედეგების შეფასებასთან ერთად, მომავლის პერსპექტივებზე საუბრობს.
„ცხადია, გაჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი – ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას. ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე – ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.
ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით“ -აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები