უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის თანაშემწის ოფისში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესის გუბერატორის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ გამოცემა „დუმსკაია. ნეტ“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკა ფონდ „ოდესის კეთილდღეობისთვის“ ოფისშიც ჩატარდა. უკრაინული მედიის ცნობით, ფონდი მსხვილი ოდესელი ბიზნსმენების კუთვნილი თანხების აკუმულირებას ეწევა და ამ ფონდის ხარჯზე ალექსანდრე ბოროვიკის საარჩევნო კამპანიის, მიხეილ სააკაშვილის მივლინებების და უკრაინის საოლქო ცენტრებში ფორუმების დაფინანსება ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები