21 მაისს საქართველოს მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია.
ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.
მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით – „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები