მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამის – „სამოსელი პირველის“ პრემიერა გაიმართება

„სამოსელი პირველის“ პრემიერა 31 მაისსა და 1 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ოპერაში 19.00 საათზე გაიმართება. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი“ ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.
„სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი – ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი – ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები – ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი – საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.
მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ივანე გალუაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი, ასევე დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი და მრავალი სხვა.
ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები