რუს ჟურნალისტ იური შეკოჩიხინზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

 

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ოფისში რუს ჟურნალისტ იური შეკოჩიხინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება – სახელწოდებით „იური შეკოჩიხინი. ერთხელ, როცა მე ვიყავი…“.
38-წუთიანი ფილმის სცენარისტი ნადეჟდა აჟგიხინაა, რეჟისორი ევგენი გალავნია. დოკუმენტური ფილმი სტუდია „ოქროს ლენტას“ ეკუთვნის. ფილმი ასახავს ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის იური შეკოჩიხინის ბედს (1959-2003) წლებში.
მაშინდელი თაობის ოცნებებზე და „პერესტროიკებზე“, ასევე ჟურნალისტების როლზე ამ საზოგადოებაში.
იური შეკოჩიხინი იყო ჟურნალისტი, ადამიანთა უფლებათა დამცველი, პოლიტიკოსი და მწერალი. ჟურნალისტი, რომელმაც საბჭოთა კავშირში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფუძემდებელი, ასევე სხვადასხვა გაზეთის რედაქტორი იყო. 2003 წელს შეკოჩიხინი ავად გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. 2008 წელს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – განზრახ მკვლელობის მუხლით. თუმცა 2009 წელს ჟურნალისტის საქმე დაიხურა. 2010 წელს კი ისევ განახლდა. მიუხედავად ამისა, იური შეკოჩიხინის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დღემდე უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვალება თალიუმით და პოლონიუმით მოწამვლამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები