საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ ამინდის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. როგორც სინოპტიკოსი აცხადებს, ყინვა საქართველოს მასშტაბით ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
„საქართველოში დაწყებულია ცივი ჰაერის შემოსვლა, რომელიც მთლიან ტერიტორიაზე 31 მარტს გავრცელდება და ამის გამო ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ყინვები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში ღამის საათებში შენარჩუნდება“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.