ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით კინწურაშვილი აირჩიეს

   ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნების მეორე ტურში დირიჟორმა დავით კინწურაშვილმა გაიმარჯვა. სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გუშინ გაიმართა, ორი კანდიდატი – დავით კინწურაშვილი და მზია ნიორაძე მონაწილეობდნენ.
მეორე ტურში დავით კინწურაშვილმა 218 ხმა მიიღო. სულ არჩევნებში 305 პირი მონაწილეობდა. 24 მარტს გაიმართა სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები, რომლის შედეგადაც საჭირო ხმათა რაოდენობა ( 50% +1 ხმა) ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა. შესაბამისად, დადგა მეორე ტურის აუცილებლობა. სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებში ხმა 369 ადამიანი მისცა. არჩევნებში მონაწილეობდნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაცია.
არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურს თეატრის ადმინისტრაციის მოწვევით, აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა “საქართველოს იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” წარმომადგენლები. დავით კინწურაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად საქართველოს კულტურისა ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები