„ბელორუსში ღვინის შეტანის მხრივ გარკვეული შეფერხებები არსებობს“

  ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს,- ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები შეფერხებებთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.
“ბელორუსში, ღვინის შეტანა არ აკრძალულა, არის გარკვეული შეფერხებები კონკრეტული პროცედურების გამო, რომელიც არის ძირითადად ღვინის იმპორტიორებთან დაკავშირებული. საქართველომ 2013 წელს მილიონ ნახევარ ბოთლზე მეტი ექსპორტი განახორციელა. ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები