ავლაბრის რეზიდენციის განათება დღეს ერთი საათით გაითიშება
ავლაბრის რეზიდენციის განათება დღეს ერთი საათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება კამპანიას “დედამიწის საათი”.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს გლობალურ გარემოსდაცვით აქციას “დედამიწის საათი”, რომელიც უკვე ტრადიციულად, ყოველი წლის მარტში იმართება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. აქცია “დედამიწის საათი” მსოფლიო გარემოსდაცვითი აქციაა. მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.