გიორგი მარგველაშვილი IRI -ის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს, ტომ გარეტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს ტომ გარეტს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის და საქართველოში მრავალპარტიული და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის მშენებლობის საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები: თენგიზ ფხალაძე, კახა კოჟორიძე და ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები