შსს-ს აზერბაიჯანის სპეციალური დაცვის სამსახურის დელეგაცია ეწვია

   შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპეციალური დაცვის სამსახურის დელეგაცია ესტუმრა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენის დაცვას უზრუნველყოფს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აზერბაიჯანის დელეგაციას დეპარტამენტის მასშტაბით 2013 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და კავშირგაბმულობის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ გაცნობითი სახის პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუმრები ინოვაციური ციფრული აპარატურის მუშაობის სპეციფიკას და დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებში განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპეციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა შსს-ს წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები