სასულიერო პირების თხოვნის საფუძველზე საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გადაიდო

სასულიერო პირების ნაწილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, თუ მშობელი შეზღუდავს შვილის უფლებას სწავლის, ან ეკონომიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კუთხით, სოციალურ მუშაკს ეძლევა უფლება, დაიწყოს შვილის ჩამორთმევის პროცედურა.
მათი აზრით, კანონპროექტი ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ.
ალექსანდრე ბარამიძემ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განმარტებით კი, ცვლილებებში საუბარია ბავშვთა კონსტიტუციური უფლების დაცვაზე. კერძოდ, თუ ბავშვის უფლება ირღვევა, იმის მიუხედავად, რომ მშობელს ამის გაკეთების საშუალება აქვს, სოციალური მუშაკი აფრთხილებს მშობელს, რომ ბავშვის უფლება ირღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები