მამუკა არეშიძე – მჯერა იმ ბრალდებების, რომლებიც გია უდესიანის მიმართ არის წაყენებული

მე მჯერა იმ ბრალდებების, რომლებიც ბესო ხარძიანთან დაკავშირებით, გია უდესიანის მიმართ არის წაყენებული, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გია უდესიანი 2015 წლის 28 მარტს, თბილისში მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის წამებასა და ქონების გამოძალვაშია ბრალდებული.
როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ხარძიანის მკვლელობამდე, მას არაერთხელ ჰქონია გარდაცვლილთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი უდესიანის მხრიდან.
„ძალიან კარგად ვიცი ის ბიზნესაქტივობები, რომლებსაც ახორციელებდა უდესიანი და მისი მეგობრები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თუნდაც უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში. მაშინ ამ ბიზნესაქტივობების ფინანსური წყარო, ხშირ შემთხვევაში, სწორედ წართმეული ბიზნესები იყო. ეს ამბავი არ მიკვირს, პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ვთვლი, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის აქტიურობა, რომელსაც ისინი იჩენენ უდესიანის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ, გამართლებულია. რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას პოლიტიკურად დევნიან, ეს გათვლილია იმაზე, რომ დადგეს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების საკითხი. სხვა გამართლებას ვერ ვხედავ“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები