თამარ კორძაია უსაფრთხოების სისტემის რეფორმას მიესალმება

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) რეფორმას და სატელეფონო მოსმენების ე.წ. გასაღების დამოუკიდებელი ორგანოსთვის გადაცემას ეხება.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, უსაფრთხოების სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა, პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისევე როგორც ის, რომ მოსმენებზე მოხდეს საპარლამენტო კონტროლის გაძიერება და დაწესებულებებში არ დაუშვან ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრები.
„მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები ძალიან სიანტერესო და გასათვალისწინებელია. მათი წარმოდგენილი პროექტი მოსმენების შესახებ, თავის დროზე ჩვენი იდეა იყო – როდესაც ალტერნატიული წინადადება წარადგინეს „რესპუბლიკელებმა“ მოსმენების შესახებ პაკეტის ცვლილებებისას. ამ ნაწილში ჩვენი მოსაზრებები აბსოლუტურად ემთხვევა, მეორე არის ამ მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და მესამე, უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, რაზედაც ჩვენ მუდმივად ვაპელირებთ. ის, რომ უსაფრთხოების სისტემა იყოს ბევრად უფრო დეპოლიტიზებული და ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრები არ დაინიშნონ ამა თუ იმ დაწესებულებებში. ვთვლით, რომ უსაფრთხოების სისტემის რეფორმა და ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. სამი საკითხია, რაზედაც ჩვენ მათთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ეს არის მოსმენების შესახებ კანონი და ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ასევე უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა“,- განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები