გერმანულმა კომპანია Graft-მა „ვარდების მოედნის” რეკონსტრუქციის პროექტი მოამზადა

თბილისში “ვარდების მოედნის” რეკონსტრუქციის პროექტი გერმანულმა კომპანია Graft-მა მოამზადა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიასა” და “რედისონ ტელეგრაფს” შორის 8000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება სავაჭრო და გასართობი ობიექტები, გაშენდება “ჩაძირული ბაღები” და მოეწყობა ტერასები.
ასევე, პროექტის თანახმად, იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიას” რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს. მოედნის ცენტრში განთავსდება ამფითეატრი, აგრეთვე, შადრევნები და აუზები, რომლებიც ზამთრის პერიოდში საციგურაო მოედნად იქნება გამოყენებული. 2009 წელს სასტუმრო “ივერიის” რეკონსტრუქცია სწორედ გერმანულმა კომპანია Graft-მა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები