ქეთევან ხარძიანი: არსებობს უამრავი მოწმე, რომ მამაჩემი წამების მომენტში უდესიანის სახელს ახსენებდა

„არსებობს უამრავი მოწმე, რომ მამაჩემი წამების მომენტში უდესიანის სახელსა და გვარს ახსენებდა“, – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ქალიშვილმა ქეთევან ხარძიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მამამისი მისი დაკავების ერთადერთ მიზეზად ყოველთვის გია უდესიანს ასახელებდა.
„მამაჩემი თავის სიცოცხლეში ყოველთვის ერთადერთ მიზეზად ასახელებდა უდესიანს. ამბობდა, რომ უდესიანმა მოაწყო ყველაფერი ისე, რომ წამებით მომხდარიყო კუს ტბის წილების დათმობა.
სამწუხაროა, რომ გვიან მოხდა ეს ყველაფერი და მამაჩემი დღეს ცოცხალი აღარ არის. შეიძლებოდა, თავის დროზე მომხდარიყო ეს ყველაფერი და მამაჩემი ცოცხალი ყოფილო, ვინაიდან მამაჩემის მკვლელობასთანაც პირდაპირ კავშირშია კუს ტბის წილების დათმობის საქმე.
არსებობს ძალიან ბევრი მოწმე, რომ მამაჩემი წამების მომენტში ახსენებდა უდესიანის სახელს და გვარს. კიდევ ბევრი მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ წამებას ახორცილებდნენ მისი დავალებით“ ,- განაცხადა ქეთევან ხარძიანმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და ბიზნესმენ გია უდესიანს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გია უდესიანის დავალებითა და ალექსანდრე მუხაძის მითითებით, ბესიკ ხარძიანზე საპატიმრო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საბოლოოდ, გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი. დანაშაული სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები