მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია ბიბლიოთეკაში

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გრძელდება თემატური საჯარო ლექციები. 4 აპრილს, 18 საათზე გაიმართება მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: ”მე არ დამკარგავს სამშობლო“ “ვეფხისტყაოსნის” კოსმოლოგიის ემიგრანტი მკვლევარი ლადო ბელიაშვილი”.
საჯარო ლექციაზე მისული სტუმარი იხილავს ფოტოკოლაჟს, რომელიც ლადო ბელიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. როგორც მაია ცერცვაძე აღნიშნავს: ”ქართველი მწერლის აკაკი ბელიაშვილის უმცროს ძმას, საფრანგეთში ტრაგიკულად დაღუპულ ვლადიმერ (ლადო) ბელიაშვილს (1906-1961), ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება. იგი რუსთველოლოგი და ”ვეფხისტყაოსნის” კოსმოლოგიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, ხოლო 1956 წელს პარიზში გამოცემული მისი წიგნი “რუსთაველის და დანტეს იდუმალი” ქართული ემიგრაციისა და კულტურის ისტორიაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების ღირსია.” საღამოზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები