გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნი იტალიურ ენაზე გამოიცა

ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, გივი ალხაზიშვილის კრებული იტალიაში 3 მაისს გამოსცეს. იტალიურ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებული – „ვრცელი წამი“ გივი ალხაზიშვილის სამ კრებულს აერთიანებს. წიგნები უკვე საქართველოშია და თბილისის იტალიურ სკოლაშია წარმოდგენილი.
„ვრცელი წამის“ წინასიტყვაობაში ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული წერს: „გივი ალხაზიშვილი კიდევ ერთხელ უყრის საფუძველს იმ პოეტურ შემეცნებას, რომელიც, ერთი მხრივ, საზრისის წარმოჩენას რაღაცის ართქმით და დაფარვით ცდილობს, ხოლო, მეორე მხრივ, მიმართავს რადიკალურ პოეტურ რედუქციას იმისთვის, რომ ენის სიმბოლომ არ განიცადოს დეფორმაცია რეალურ სამყაროში გავლისას. ამ ავტორის პოეზია ჭეშმარიტად ფენომენოლოგიურია, რადგან, როგორც დერიდა წერს: განსხვავება რეალურსა და მეტარეალურს შორის არ არსებობს სამყაროში და ის მხოლოდ ენაშია ნაგულისხმევი მისი ტრანსცენდენტალური მოუსვენრობის სახით; განსხვავება, რომელიც აღარ ჩნდება იქ, სადაც პოეტი ახერხებს ისე გამოთქვას საზრისი, რომ არ გამოატაროს იგი ამქვეყნად, ლინგვისტურ სამყაროში. ასე ხდება გამიჯვნა და იმუნიტეტის წარმოშობა ენის სერიული თვითმკვლელობების წინააღმდეგ, რადგან მას, რაც მხოლოდ ენაში არსებობს, მუდმივად ემუქრება გაუჩინარების საფრთხე. გივი ალხაზიშვილის პოეზიის ერთგვარი ჰერმეტულობა ხომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ჰერმენევტიკულობის წინაპირობაცაა და, შედეგად, მასში ეჭვის ტოტალიზაციას სწორედ „სიმართლის პოეტიკა“ იკავებს, რომლის მიზანიც არის, რომ სიმბოლოს მეტაფორის თვალები აუხილოს.“
13187604_1291233197571952_1992949952_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები