ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი: ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან
“ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან,” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდში განაცხადა.
ტრასმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ვოუქ“ იდეოლოგიას დაქვემდებარებულ პოლიციაზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ავტონომია დაკარგა და ისლამიზმის აპოლოგეტად იქცა.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იჩოქებენ პოლიციელები მოძრაობა Black Lives Matter-ის წინაშე, როგორ ჩნდებიან გეი აღლუმებზე, როგორ საუბრობენ მაღალჩინოსნები შეხვედრებზე არაბულ ენაზე. ჩვენ ვნახეთ სკანდალი, როგორ გააყალბა პოლიციამ მტკიცებულებები, რომ არ დაეშვა საფეხბურთო მატჩზე ისრაელელი გულშემატკივრები. მემარცხენე ძალებმა პოსტმოდერნისტულმა მარქსისტებმა, რომლებსაც სჯერათ კრიტიკული რასობრივი თეორიების, წარმატებით შეაღწიეს ჩვენს კანონებში და მათზე გავლენა მოახდინეს. პოლიციის ფუნქცია შეიცვალა. ჩვენ ვცხოვრობთ კაფკას რეალობაში, მხუთავი ბიუროკრატიის პირობებში, სადაც ძარცვებს არ იძიებენ, მაგრამ ჟურნალისტებსა და კომიკოსებს X-ზე პოსტების გამოქვეყნების გამო აპატიმრებენ. ოპერატიული ავტონომია, რომელიც პოლიციას ჰქონდა, აღარ არსებობს. პოლიციის პრიორიტეტები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას… გრეჰემ ლაჰანმა აქ მომიყვა, როგორ მოახდინეს ტრანსგენდერმა აქტივისტებმა პოლიციელზე ზეწოლა, რომ ის დაეპატიმრებინათ. ჩვენ ვნახეთ რუანდელი მიგრანტის მიერ მოკლული სამი გოგო, რასაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, და ვნახეთ, როგორ დააკავეს პრემიერის მითითებით ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი. კონტრაქციის მონაწილეები კი შეიარაღებული ისლამისტების სახით, რომლებიც ბირმინგემში პაბს დაესხნენ თავს, იმავენაირად არ დასჯილან. სამწუხაროდ, პოლიციელები დანებდნენ ისლამიზმს“, – განაცხადა ტრასმა.