არჩილ გორდულაძე – მოლდოვის პრემიერზე: ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანაში გაერთიანება სჭირდება
„ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანაში გაერთიანება სჭირდება,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება ყველანაირი მსოფლიო წესრიგი – ახალი პოლიტიკური განაწილება, ახალი რუკა და ინტერესები, ახალი მოცემულობაა მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და შიდა საქმიანობა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, ჩვენს შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის არსებობის მქონე ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანაში გაერთიანება სჭირდება“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.