თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა და ქალბატონ მზექალას დღეგრძელობა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება უსურვა. კონფერენციის გახსნისას რექტორმა შანიძეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა – მისი ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის, ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ექვს სამეცნიერო სესიას.
20 იანვარს გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდა მკვლევრები ქართველოლოგიის მიმართულებით თავიანთ სტატიებს წარადგენენ.
თსუ მუზეუმში წარმოდგენილია აკადემიკოს მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები და მისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა..

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები