პატიმრების მორიგი შეწყალება სააღდგომოდ იგეგმება

   პატიმრების მორიგი შეწყალება აღდგომის დღესასწაულისთვის მოხდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.
“უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შეწყალების კომისიის სამუშაო შეხვედრას დავნიშნავთ. აღდგომისთვის კი პრეზიდენტს შესაბამისი განცხადებით მივმართავ, რომ მათ, ვისაც შეწყალება შეეხებათ, სასჯელაღსრულების დაწესებულება აღდგომამდე დატოვონ “, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 500-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილება და შესაძლოა, ძალინ მცირე რაოდენობა დაემატოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები