დავით ნარმანიამ ბოტანიკური ბაღის თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ავტეხილ აჟიოტაჟზე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მერმა აღნიშნა, ეს პროექტი ქალაქს გამოადგება.
“ვიცნობ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი მხოლოდ გამოადგება ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს. პროცედურები ყველა ნორმის დაცვით და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს. კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია”, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიის მიერ ოქროყანაში 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული საჯარო აუქციონი დასრულდა.
აუქციონზე, რომელშიც მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. “ნაციონალური მოძრაობა” 29 ჰექტარი მიწის მყიდველის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს და საპროტესო აქციების გამართავს აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები