ანსამბლ ,,იადონის“ კონცერტი ოზურგეთის კულტურის ცენტრში

    პროექტ ,,თანადგომის” ფარგლებში ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “იადონი” გურიის ინვალიდთა ასოციაციას ეწვია. მომღერლებმა მასპინძლებს ორმოცწუთიანი საკონცერტო პროგრამა შესთავაზეს. შეგახსენეთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრი 26 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით ახორციელებს პროექტს ,,თანადგომა”. მის ფარგლებში, კულტურის ცენტრში შემავალი ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები და ჯგუფები, გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციაში, სამი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, კონცერტს გამართავს. პროექტი ხორციელდება გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის უშუალო მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები