პრემიერ-მინისტრი JPMorgan Chase–ის სათაო ოფისს ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase–ის სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ბანკის პრეზიდენტთან, ჯეიმს დაიმონთან.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა J.P. Morgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.
JPMorgan Chase–ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.
საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები