უკრაინაში ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

ცნობილი უკრაინელი საოპერო მომღერალი დიმიტრი გნატიუკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გნატიუკმა შეასრულა პარტიები ოპერებში: „ჭირვეულის მორჯულება“, „მაზეპა“, „ევგენი ონეგინი“, სევილიელი დალაქი“, „რიგოლეტო“ და სხვები. გნატიუკი ცნობილია, როგორც დამდგმელი რეჟისორი. მან 20 საოპერო სპექტაკლი დადგა, როგორიცაა „თავადი იგორი“, „მაზეპა“ „ომი და მშვიდობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები