„ისლამური სახელმწიფო“ თევზით და ავტომობილებით ვაჭრობს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სცხელმწიფო“ თევზით და ავტომობილებით ვაჭრობს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ერაყის ხელისუფლებაში განუცხადეს, ტერორისტთა დაფინანსების სქემა მათ მიერ ორი წლის წინ ხალიფატის გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„მას შემდეგ, რაც არმიამ რამდენიმე ნავთობის საბადოზე კონტროლი აღადგინა, მათ დაფინანსების ახალი საშუალებები მოიფიქრეს. ერაყის უამრავ ტბაზე ისინი თევზის რეწვას ეწევიან. გარდა ამისა, ტერორისტები ადრე შეძენილ მანქანებს ყიდიან“, – განაცხადა ერაყელმა მოსამართლემ ჯაბარ აბიდ ალ-ხუჯეიმმა.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ნავთობზე ფასების კლების გამო „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალმა 30 პროცენტით დაიწია.